,,პატრიარქის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული” – მეუფე გრიგოლი

,,მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული”, – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი “ოცნების” შეთავაზებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

საპატრიარქოში უკვე რამდენიმე საათია მაღალი სამღვდელოება სწორედ ამ წინადადებაზე მსჯელობს. შეხვედრა დროზე ადრე დატოვა მეუფე გრიგოლმა, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა მოკლე დროში დაუშვებელია და სერიოზული მსჯელობა სჭირდება.

,,სხდომა გრძელდება, მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, ჩემი აზრი ვთქვი. მე მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული.

აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე, ამის უკან სპეკულაციები – კარგია, ცუდია – ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები;

დღე საუბარი არ არის გადაწყვეტილების მიღებაზე, უბრალოდ, რისი სურვილიც აქვს მთავრობას, ეკლესიას სთავაზობს ამას, რომ მანამდე კონსულტაცია გაიმართოს”, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები