,,დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება” – კირ სტარმერი და ოლაფ შოლცი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება.

ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, არამედ „ევროპის ყველა ხალხისთვის“.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის „ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით“ უზრუნველყოფას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

მსგავსი თემები