საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

საფრანგეთმა Telegram-ის თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერი გასცა. Politico-ს მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ საფრანგეთში Telegram-ის ირგვლივ გამოძიება გაცილებით უფრო ფართოა და თვეების წინაა დაწყებული. მანამდე ფრანგული მედია ამბობდა, რომ გამოძიება მხოლოდ ივლისში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

მსგავსი თემები