ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა

ესპანეთმა უკრაინას შვიდი ელექტროგენერატორი გადასცა. ინფორმაციას ესპანეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

ენერატორები უკრაინაში ენერგო ბიექტებზე რუსული თავდასხმების შედეგად გამოწვეული შედეგების დასაძლევადაა გათვლილი. ჰუმანიტარული დახმარებაში სამი 200 კვტ და ოთხი 220 კვტ გენერატორი შედის. საერთო ჯამში დახმარება 360 000 ევროს ღირებულებისაა. აღნიშნული დახმარება მოსახლეობის ზამთრისთვის მომზადების ხელშეწყობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, გენერატორები უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მსგავსი თემები