“ივანიშვილს შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება”- სააკაშვილი

„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება – მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მესამე პრეზიდენტი  ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“.

„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა, სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი”- წერს სააკაშვილი.

“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის მიმართ”- გიორგი ზვიადაძე

მსგავსი თემები