გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენის გზაზე სამი ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით  მოკლა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები