,,უკანონოდ დანიშნულმა ჯეკ სმიტმა სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, ეს არის არჩევნებში ჩარევის მცდელობა” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე მის მიმართ ხელახლა წარდგენილ ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებს.

„უკანონოდ დანიშნულმა „სპეციალურმა მრჩეველმა“, შეშლილმა ჯეკ სმიტმა, სასაცილო ახალი ბრალდება წამოაყენა ჩემ წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ყველა ის პრობლემა, რაც ძველ საბრალდებო დასკვნას ჰქონდა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. ეს არის არჩევნებში ჩარევის და ამერიკელი ხალხის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ კატასტროფებისგან, რომლებიც კამალა ჰარისმა მოუტანა ჩვენს ერს, როგორიცაა მიგრანტთა დანაშაული, ყოვლისმომცველი ინფლაცია, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და სხვა“, – წერს ტრამპი.

მსგავსი თემები