,,შეიძლება, დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე?” – მაჭარაშვილი სააკაშვილზე

,,შეიძლება, რომ დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე?,”- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას აქვს იმის უნარი, თავისი პოზიცია საჯაროდ კიდევ დააფიქსიროს.

,,მისი მდგომარეობა მძიმდება, ის არის გაუსაძლისი, დარჩა დღეები, დარჩა წამები, ათობით და ასობით კომენტარი არსებობს წელიწადი და 4 თვეა უკვე. შეიძლება, რომ დღეები ჰქონდეს ადამიანს დარჩენილი და წელიწადი და 4 თვე იყოს ესე? ეს ხომ აღარავის აღარ სჯერა არა?! ვერ ეგუებაო პატიმარი სააკაშვილი 2-პალატიან ოთახში ყოფნასო, ერთი პატიმარი გამომიყვანეთ, რომელიც ეგუება და მოსწონს პატიმრობაში ყოფნა. პატიმარმა სააკაშვილმა რაც შეეძლო, გააკეთა, ახლა კიდევ უნდა  დააცადონ ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომელიც იყო მისული პრეზიდენტთან. თუ კიდევ მოხდება მსგავსი პროვოკაციები, საზოგადოების უმრავლესობას აქვს იმის უნარი, თავისი პოზიცია საჯაროდ კიდევ დააფიქსიროს,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები