სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და არსებული ცნობით, წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები