ბრაზილიაში, ტყის ხანძრების გამო, ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი გაუქმდა

ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატის ჩრდილოეთით ტყის ხანძრებს ებრძვიან. Reuters-ი წერს, რომ ხანძარი შაქრის ლერწმის მინდვრებში გაჩნდა, რამაც ისეთი სქელი კვამლის ღრუბელი გამოიწვია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარეთ სპორტული ღონისძიებების ჩატარება აკრძალა.

აკრძალვის გამო, ქალაქ რიბეირაო პრეტოში, ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაუქმდა. ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალი გადაიკეტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საძოვრებზე მაღალი ტემპერატურისა და დაკვამლიანების გამო მსხვილფეხა საქონელი კვდება.

მსგავსი თემები