ახმეტაში არასრულწლოვანს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა

გავრცელებული ინფორმაციით,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა. ბავშვი ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განამრტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, ამ დროისათვის, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ძლიერი ქარითა და სეტყვით მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს.

 

 

მსგავსი თემები