„ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“ – ზელენსკი

„მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდეტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისამდი გავრცელებულ მიმართვაში.

„დღეს, ჩვენ 33-ე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.  ის, რაც მტერმა ჩვენს მიწაზე მოიტანა, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. მათ ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს… 33 წლის წინ უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. ის მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს. 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა მიმართვაში.

 

მსგავსი თემები