ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია 3 ადამიანი

ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სანსკი მოსტში სკოლის თანამშრომელმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა სამი ადამიანი. მსროლელმა თავადაც სცადა თვითმკვლელობა, თუმცა გადარჩა. პოლიციამ ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიციის თქმით, მსროლელი შეიარაღებული იყო სამხედრო ავტომატით. მოკლულია სკოლის დირექტორი, მისი მდივანი და მასწავლებელი. არდადეგების გამო სკოლაში ბავშვები არ იყვნენ.

პოლიციამ მსროლელის ვინაობა დაადგინა. ის სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა და მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან. თანამშრომლების ინფორმაციით, მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა 1990-იან წლების სამოქალაქო ომის შემდეგ.

როგორც Associated Press აღნიშნავს, ბალკანეთის რეგიონში გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო ომების შემდეგ, მოსახლეობას დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის დაურეგისტრირებელი იარაღი აქვს.

მსგავსი თემები