,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის – WHO

,,მაიმუნის ყვავილი” ახალი Covid 19 არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი და დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.

,,ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? – ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა”, – აცხადებს კლუგე.

მსგავსი თემები