სერგეი ლავროვი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს. როგორც სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა, კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია.

„ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, მას შემდეგ რაც კურსკის ოლქზე თავდასხმა, უფრო სწორად კი კურსკის ოლქში შეჭრა დაიწყო, მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია. პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ უდავოდ მივცემთ ამ სიტუაციას შეფასებას მოგვიანებით“, – აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი თემები