ბაღდათში გარდაცვლილ ორ ახალგაზრდას გლოვობენ

„გარდაიცვალა ორი ბაღდათელი ახალგაზრდა, ოთარ მაღლაკელიძე და გია ყიფიანი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – ვკითხულობთ „ინფო ბაღდათის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მათი ახლობლები ამბობენ, ბიჭები ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

„გია ჩემი მოსწავლე იყო, მშვიდი, თავდაჭერილი, ზრდილობიანი. ძალიან მტკივა და უზომოდ ვწუხვარ. როგორ მენანება ასეთი ახალგაზრდა.

„რა პატარები მახსოვხართ, ნათელი თქვენს სულებს… არ მჯერა, ასეთი პატარები რატო, ღმერთო, რატო“, – წერენ კომენტარებში.

მსგავსი თემები