,,ომს შვებულება არ აქვს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მოწოდება. მისი თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა აუცილებელია.

,,ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს”, – ამბობს ზელენსკი.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკა გაანადგურეს, თუმცა , მხოლოდ ერთ დღეში ოკუპანტებმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელეს.

მსგავსი თემები