„რუსული გაზსადენის აფეთქების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა“- „უოლ სთრით ჯორნალი“

გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა.

სტატიის ავტორები წერენ, რომ რუსულ გაზსადენებზე აფეთქებების მოწყობის იდეა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს და ბიზნესმენს ჯერ კიდევ 2022 წელს გაუჩნდა. გეგმის რეალიზაცია 300 000 დოლარი ჯდებოდა.

როგორც ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, ოპერაციას კურირებდა გენერალი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური დავალებების შესრულების გამოცდილება. მისი ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

 

მსგავსი თემები