უკრაინამ რუსეთის ოთხი სამხედრო აეროდრომი დაბომბა

 უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს.  ამავე ცნობით, უკრაინელების სამიზნე საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი იყო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, აეროდრომებზე არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავებია ბაზირებული.

„14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“ – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

მსგავსი თემები