“ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას“- გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. განსაკუთრებთ ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო პეტრიაშვილის ასპარეზობა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ფალავანი 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

“ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ, მაგრამ ამაყად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას და ჩვენს ჰიმნს”- განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. რაც შეეხება გივი მაჭარაშვილს, მან მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი თემები