“მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს”- პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ

“დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი”-  განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა.

მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა.

„ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!” – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.

 

 

მსგავსი თემები