გენო პეტრიაშვილი დღეს ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დღეს პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. პეტრიაშვილი ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. სპორტსმენების დაპირისპირება 21:00 საათიდან დაიწყება. გენო პეტრიაშვილის გარდა, ოლიმპიადაზე დღეს კიდევ ოთხი ქართველი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის – ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

მსგავსი თემები