იტალიის პრემიერმა ირანის პრეზიდენტს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა და რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა „ხაზი გაუსვა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, მათ შორის, ლიბანთან დაკავშირებით, მოუწოდა თავის კოლეგას, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და გახსნას გზა დიალოგისკენ“.

ამის შესახებ განცხადებას იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

მსგავსი თემები