„წესები შეცვალეს ძიუდოში, მაგრამ ამ წესებს ორმაგი სტანდარტები აქვს“- ილია სულამანიძე

პარიზის ოლიმპიადის  ფიანლში დამარცხებისა და მსაჯების გადაწყვეტილებაზე საუბრობს ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე. მისი თქმით, ძიუდოში წესები შეცვალეს, მაგრამ ამ წესებს  ორმაგი სტანდარტები აქვს, რომლებიც მსაჯებს მანევრის საშუალებას უტოვებს.

„შიდოს მსაჯი არ მაძლევდა, არც სუპერვაიზერს მიუღია გადაწყვეტილება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ადგა და თქვა, რომ შიდო მოეცათ. დავინახე, მსაჯების დელეგაცია რომ ზის, ორი კაცი ადგა და გაუხარდათ, როცა შიდო მომცეს. ეს არ მომეწონა ყველაზე მეტად. წესები შეცვალეს ძიუდოში, მაგრამ ამ წესებს ისეთი ორმაგი სტანდარტები აქვს, მსაჯებს მანევრის საშუალებას უტოვებს” – თქვა ილია სულამანიძემ.

მსგავსი თემები