,,12 წელია გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა ბაზებიც განათავსა, დასავლეთმა გააგრძელა ვაჭრობა და ურთიერთობა ისე, როგორც მანამდე მიმდინარეობდა.

ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი. ამიტომ ვამბობთ, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასიც, მაგრამ ასევე ვიცით მშვიდობის ფასიც. ძალიან ღირებულია ის პოლიტიკა, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში.

მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები