,,უკრაინელები იმ ქმედებებით, რომელსაც ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ” – მილერი კურსკზე

,,ეს არის ომი, რომელშიც უკრაინელები იბრძვიან… იმ ქმედებებით, რომელსაც ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერიმ განაცხადა და ამით კურსკში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

,,ეს არის ომი, რომელშიც უკრაინელები იბრძვიან… ჩვენ მათ ვამარაგებთ და კონსულტაციას ვუწევთ, თუმცა, როდესაც საუბარი ყოველდღიურ ტაქტიკაზე, ყოველდღიურ თავდასხმებზე მიდის, ჩვენ მათთან კომუნიკაცია ხან გვაქვს, ხან არა. სწორია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ… იმ ქმედებებით, რომელსაც უკრაინელები ახლა ახორციელებენ, ჩვენს პოლიტიკას არ არღვევენ.

ვნახე რუსეთის ხელისუფლების გზავნილები. მათი მხრიდან ამისთვის პროვოკაციის დარქმევა ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობასა და უკრაინის სუვერენიტეტს 2014 წლიდან არღვევს”, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი თემები