„პეგასუსმა“ ყველა მგზავრი ბარგის გარეშე ჩამოიყვანა

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, „პეგასუსის“ ავიახაზებმა, რომელმაც ფრენა თურქეთიდან თბილისის მიმართულებით გუშინ შეასრულა, ყველა მგზავრი ბარგის გარეშე დატოვა. რეისზე მყოფი ძირითადად უცხოელები, ამაოდ ელოდებოდნენ თავიანთ ბარგს აეროპორტში. ბოლოს კი გამოუცხადეს, რომ ბარგი არ ჩამოსულა.

როგორც უცხოელი ტურისტები აცხადებენ, ეს არის კატასტროფა, როცა ქვეყანაში ჩამოდიხარ და ბარგის გარეშე რჩები.

„მოგვცეს ფურცლები, სადაც წერია ტელეფონის ნომერი, სადაც დავრეკავთ და გვეტყვიან თუ რამე ინფორმაცია ექნებათ ჩვენს ბარგზე. ხედავთ რამდენი მგზავრია, რეისი მთლიანად სავსე იყო და და არც ერთი ბარგი არ ჩამოსულა. მსგავსი კომპანია ბაზარზე არ უნდა ოპერირებდეს. ჩამოვედით ტურისტულად და დავრჩით ყველაფრის გარეშე, არც პირადი ნივთები, არც ტანსაცმელები და არც არაფერი. არავინ არაფერი იცის, სად არის ჩვენი ბარგი” – უთხრა მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთმა ტურისტმა.

გარდა აღნიშნულისა, მგზავრები, რომლებიც იორდანიიდან მოფრინავდნენ საქართველოში, რეისი 4 საათით გადადეს და აეროპორტში მოუწიათ მთელი ღამის გათენება.

 

მსგავსი თემები