სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვები.

სახელისუფლებო გუნდისთვის, რეგიონსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული გასაკვირი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი, რაც მას გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მკვლელობის მცდელობის ადრესატად აქცევს.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

მსგავსი თემები