ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 91 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგე სტუდენტებმა მოუწოდეს მოქალაქეებს დედაქალაქ დოჰაში მსვლელობაზე გამოსვლისკენ ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის წინააღმდეგ, პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომაზე ზეწოლის მიზნით.

პროტესტი ქვეყანაში გასულ თვეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტრუმა ჯგუფებმა მოითხოვეს საკამათო კვორების სისტემის გაუქმება სამთავრობო სამუშაოებზე. პროტესტი გადაიზარდა პრემიერის გადაყენების კამპანიაში, რომელმაც იანვარში ზედიზედ მეოთხე ვადა მოიპოვა ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებულ არჩევნებში.

სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა კვირას, როდესაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ათიათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. კვირა საღამოდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დაწესდა, რკინიგზამ შეაჩერა მუშაობა.

კვირას დაღუპულებს შორის სულ მცირე 13 პოლიციელია. მთავრობას არ დაუკონკრეტებია როდის სრულდება ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი.

,,მთავრობამ ბევრი სტუდენტი მოკლა. საბოლოო პასუხის დრო დადგა. დაკაში ყველა ჩამოვა, განსაკუთრებით მიმდებარე რაიონებიდან. მოდი დაკაში და დაიკავე პოზიცია ქუჩებში”, თქვა საპროტესტო აქციის კოორდინატორმა ასიფ მაჰმუდმა კვირას გვიან ღამით Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებაში.

ბანგლადეშის არმიამ მოუწოდა ყველას დაიცვან კომენდანტის საათის წესები.

მსგავსი თემები