ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანმა ისრაელზე დარტყმის ბრძანება გასცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, ,,ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტივა დღეს დილით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული.

პარალელურად, მოსახლეობას მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ: ,,წინ რთული დღეები გველოდება. ისრაელი ნებისმიერი აგრესიისთვის დიდ ფასს გადაახდევინებს”.

მსგავსი თემები