,,ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებული ამისთვის” – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ მზად არის ამისთვის.

„8 ოქტომბერს, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“ დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ და ამით შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“. ჩვენ მტკიცედ ვიბრძვით. ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებული ამისთვის“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ „ჰეზბოლას“ მეთაური, ფუად შუკრი ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.

ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ შუკრი, ასევე ცნობილი როგორც ჰაჯ მოჰსინი „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია.

ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე განაცხადეს, რომ ფუად შუკრი პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლას“ ყველაზე მოწინავე იარაღზე და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ისრაელის არმიამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.

იბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიქატიმ გააკრიტიკა ისრაელის „აშკარა აგრესია“ ბეირუთის წინააღმდეგ. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

 

მსგავსი თემები