,,ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“ – ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მომხდარს ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი, ამიჩაი ელიაჰუ გამოეხმაურა.

მან სოციალურ ქსელ ქსელში დაწერა, რომ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“.

„ეს არის სამყაროს სიბინძურისგან გათავისუფლების სწორი გზა. აღარც მოჩვენებითი „მშვიდობა“/ჩაბარების შეთანხმებები, აღარც წყალობა მათთვის. რკინის ხელი, რომელიც მათ დარტყმას მიაყენებს, არის ის ხელი, რომელიც მშვიდობას და მცირე კომფორტს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს უნარს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად მათთან, ვისაც მშვიდობა სურს“, – წერს მემკვიდრეობის მინისტრი.

 

მსგავსი თემები