დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური იასპარეზებს

31 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური (-90 კგ) იასპარეზებს. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტიტულის დაცვას შეეცდება. ძიუდოს ტურნირი პარიზში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის, საქართველოს თამაშებზე ერთი მედალი აქვს. ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი თემები