მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა

მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი სატვირთო შეჯახების შედეგად არხში გადავარდა.

სატვირთო მანქანის მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ. გზაზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში საცობი იყო.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები