„რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“ – პრემიერი არჩევნებზე

„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის შეფასებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს აირჩევს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“ – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები