„ქართული ოცნები“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ – პრემიერი ოპოზიციაზე

„იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ – აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ  უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

„პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი – ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

მსგავსი თემები