მექსიკაში ტეკილას საწარმო აფეთქდა-არის მსხვერპლი

მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ხალისკოს შტატის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ ჰიუგო როლდანი ავრცელებს.

როლდანის ცნობით, აფეთქება ქალაქ ტეკილაში, „ხოსე კუერვოს“ საწარმოს 500 000 ლიტრიან ავზში მოხდა.

კომპანიამ გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

 

მსგავსი თემები