“შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს, მასხარა პოლიტიკოსები” – დავით ჭიჭინაძე

„ხომ  შერეკეს ოპოზიცია პარლამენტში, ბოქლომიც ჩამოუკიდეს და ახლა დასცინიან კიდეც, მაგრამ ჯერ სად არიან“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში შესულ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

მისი  თქმით, ოპოზიცია ნიკა მელიას ბოლომდე წიხლს აჭერს.

„ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არცერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა,  თუ რა თქმა უნდა გარიგებაში არ შევიდნენ მასთან.

შესაბამისად გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი,  ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, მელია ოპოზიციის ერთიან კანდიდატად უნდა დასახელებულიყო.

„მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია  უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები –  მაგალითად ვაშაძე,  ვინც „ნაციონალებთანაც“ კი ვაჭრობდა  სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების  წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ” – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები