მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში აქცია გაიმართა

ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში აქცია გამართეს. ისინი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. მომიტინგეები მსვლელობისას სკანდირებდნენ და სთხოვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეერთებული შტატების კონგრესში დღეს დაგეგმილ მის სიტყვით გამოსვლაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, ისრაელში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

 

მსგავსი თემები