როგორ ამინდს უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

მომდევნო ორი დღის განვალობაში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით – +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 25 ივლისს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რეგიონებში კი (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

 

მსგავსი თემები