ევროკავშირმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად  10 მილიონი გამოყო

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

„პირველად, ევროკავშირმა გადაწყვიტა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან. ამ დახმარების მიზანია სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას საერთაშორისო სამხედრო მისიებში და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო სამომავლო მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის მიერ განლაგებულებში. კონკრეტულად, მიღებული დახმარების ღონისძიება საშუალებას მისცემს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი განლაგებული კარვების ბანაკის უზრუნველყოფას“- აღნიშნულია საბჭოს პრესრელიზში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება.

 

 

მსგავსი თემები