ურეკში ზღვაში კაცი დაიხრჩო 17.07.202417.07.2024 მედიაცენტრი მთავარი დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.