პოლონეთის სიახლოვეს ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო წვრთნები დაიწყეს

პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, ჩინელმა და ბელარუსმა ჯარისკაცებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები  დაიწყეს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „არწივის თავდასხმა“ ქალაქ ბრესტის ბაზაზე მიმდინარეობს. ანტიტერორისტული წვრთნების დროს ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ივარჯიშებენ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციებში.

ბრესტში სამხედრო წვრთნები 19 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები