საპროკურორო საბჭომ დღეს გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა

2024 წლის 8 ივლისს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირს, გიორგი გაბიტაშვილს გაესაუბრა. გაბიტაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზეა. მას მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.

,,დღეს, პროკურორი არის დამოუკიდებელი ეს შემიძლია გითხრათ ცალსახად. პროკურორი გამომძიებელთან ერთად, დამოუკიდებლად გეგმავს კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობას, თავად წყვეტს, თუ რა საჭირო შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რა კვალიფიკაციით დაიწყოს დევნა, ან საერთოდ შეწყვიტოს საქმეზე გამოძიება, თუმცა კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა ზემდგომი პროკურორის მონაწილეობა”, – თქვა გაბიტაშვილმა გასაუბრების დროს.

გაბიტაშვილი კითხვაზე, გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, რა იქნება პრიორიტეტული მიმართულება ამბობს, რომ ,,პრიორიტეტი ამ მიმართულებით იქნება თაღლითობისა და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა”.

მსგავსი თემები