რუსებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს – ნანგრევების ქვეშ მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქ კიევში მდებარე საცხოვრებელი შენობები, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა. წინასწარი ცნობებით, სარაკეტო იერიშის დროს 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. მსხვერპლია ქალაქ კრივირიჰსა და პორკოვსკშიც.

,,ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში”, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მიზანმიმართულად დაესხა თავს. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთმა უკრაინის ხუთი ქალაქის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა გაისროლა.

 

მსგავსი თემები