ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურიზმმა გაზარდა ქირის ფასი და ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადა.
რამდენიმე გამოცემის ცნობით, ათასობით მომიტინგემ, მათ შორის 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ, შაბათს ბარსელონაში მსვლელობა გამართა. პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: ,,ბარსელონა არ იყიდება”, ,,ტურისტებო წადით სახლში”.
BBC-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა პოპულარულ ტურისტიულ ზონებში, კაფეებში თუ სხვა ობიექტებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს.