„წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია“- წითლიძე

„წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“ – განაცახად ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ. წითლიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები აფრთხილებდნენ.

„წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადება აშშ-ს მხრიდან, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რასაც ჰქვია საქართველოს იზოლაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არაერთი გაფრთხილება იყო აშშ-ს მხრიდან, არაერთი გაფრთხილება იყო ჩვენი ევროპელი პარტნორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“ , რომ თუ არ შეწყვეტდა საქართველოს ევროპული კურსის ინტეგრაციის და დემოკრატიული ღირებულებების შელახვას და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას, მას მოუწევდა პასუხისმგებლობის აღება“- ამბობს ანი წითლიძე.

მსგავსი თემები