ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. შესაბამისი განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„იმედი მაქვს, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები