„აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ მართლმსაჯულების სიტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს, ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს.

„ძალიან აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება. ის აუცილებელი გამოსწორება, რომლის გარეშეც ჩვენ ვართ შიშველნი, იმიტომ, რომ თუ არ ხარ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ დაცული, მაშინ შენ არ გაგაჩნია არაფერი. არც პირადი ცხოვრება, არც  პირადი ცხოვრების დაცვა. არც ეკონომიკა. არც შენი ინვესტიციების დაცვა და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო. ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“ხელისუფლება ვერ მიხვდა, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები”- პრეზიდენტი

მსგავსი თემები