“ხელისუფლება ვერ მიხვდა, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები”- პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მიერ  საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ე.წ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები… დავიწყოთ დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ“- ამის შესახებ, პრეზიდენტმა ჟურანლისტებს განუცხადა.

მსგავსი თემები